საუკეთესო სპორტული ჩემპიონატები, პირდაპირი ტრანსლაციები და განხილვები, ფეხბურთის, ჩოგბურთის, UFC-ს, კალათბურთისა თუ ფორმულა 1-ის მოყვარულთათვის – Setanta Sports ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელიც ორიენტირებულია სპორტის ქომაგებისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. კომპანია უკვე 14 ქვეყანაში ოპერირებს და სწრაფ ზრდას განიცდის, კომპანია ქართული მენეჯმენტით და 300 კაციანი გუნდით, რომელშიც ქართველ კოლეგებთან ერთად უცხოელი პროფესიონალებიც ერთიანდებიან, 2 წელიწადში სტარტაპიდან გლობალურ სპორტულ მედიად ჩამოყალიბდა.
Setanta Sports-ში ადამიანური კაპიტალის როლი და ტალანტების მართვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ორგანიზაციული განვითარება და შიდა ორგანიზაციული კვლევები კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მონაცემების მოგროვება, ანალიზი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცვლილებები სტრატეგიული დაგეგმვის, შესრულების მართვის, სამოტივაციო სისტემების შექმნისა და მენეჯმენტის განვითარების სრულ პროცესს მუდმივად თან ახლავს.
Setanta Sports-ის HC გამოცდილების და შესრულების მართვის გუნდის ლიდერი თათია ჟვანია კომპანიის შიგნით მრავალფეროვანი და სხვადასხვა ინსტრუმენტებით გამყარებული კვლევების დაგეგმვის, შესრულებისა და შემდგომი გაუმჯობესების იდეების შექმნის პროცესშია ჩართული, მან კარგად იცის თუ რა საჭიროებები და გამოწვევები აქვს თანამედროვე კომპანიას და როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის განვითარებაზე, ჯანსაღი და პროდუქტიული ატმოსფეროს შექმნასა და თანამშრომლების ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომები და მხარდამჭერი სისტემები.
„კომპანიის შექმნის დღიდან კვლევები ჩვენი კულტურის საყრდენი ნაწილია, ყველას, ვინც კომპანიაში მუშაობს, კარგად ესმის კვლევის ღირებულებადა იცის რა ბენეფიტები აქვს ორგანიზაციულ კვლევას.”
Setanta Sports-ში რამდენიმე ტიპის კვლევაა დანერგილი, რომელიც თანამშრომლის კომპანიაში მოგზაურობის ყველა ძირითად ეტაპს მიყვება. ასეთია მაგალითად, გამოსაცდელი ვადის პერიოდის კვლევები, მენეჯერთან უკუკავშირის კითხვარები, ექსით ინტერვიუები და თავისთავად, თანამშრომლების ჩართულობის კვლევა. სწორედ ჩართულობის კვლევის ეტაპზე თანამშრომლობს Setanta Sports ლიდერშიფ სკანერთან.
ლიდერშიფ სკანერის შერჩევა სამი უპირატესობის გათვალისწინებით მოხდა:
- კომპანიისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ექსპერტიზა, რომელიც თავმოყრილია ლიდერშიფ სკანერის გუნდში, მათი წამყვანი კომპეტენცია კვლევაა, კარგად იციან კვლევის მეთოდოლოგიური ნაწილი და სრულად ფლობენ სტატისტიკური დამუშავებისთვის აუცილებელ ცოდნებსა თუ ინსტრუმენტებს.
- მეორე უპირატესობა ლიდერშიფ სკანერის ანგარიშგების ფორმატებია, კერძოდ, გუნდების დონეზე მიღებული ანგარიში, რომლის დამუშავება და მიღებული ინფორმაცია სარგებლის მხოლოდ ერთი ნაწილია, ხოლო მეორე შემავსებელი ნაწილი ამ მონაცემების გააზრების და შემდგომი ცვლილებების დაგეგმვაში თავად სთეიქჰოლდერების ჩართულობაა.
- ხოლო მესამე – დროის დაზოგვაა, რომელიც საბოლოოდ ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებაა. კვლევის სრული პროცესის დაგეგმვისგან გამოთავისუფლებული დრო მონაცემების ანალიზს, გაუმჯობესების იდეებს ხმარდება, უფრო მარტივად კი – კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას – ადამიანებს და მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლას ეთმობა.
„წინა კომპანიებში კვლევის ყველა ეტაპს ვაკეთებდი ხელით, პროცესი იწყებოდა სამი თვით ადრე: კითხვარები, გუნდების განაწილება, შეთანხმება, მონაცემების ხელით დამუშავება ექსელშიც მიკეთებია; როცა კვლევა აუთსორსზე გავიტანეთ, ჩემი ცხოვრების სამი თვე დაიზოგა, დამრჩა ეს დრო იმისთვის, რომ ანალიტიკაზე ვიფიქრო, შესაბამისი ცვლილებები დავგეგმო და მონაცემი მხოლოდ მონაცემისთვის არ დამრჩეს.”
ლიდერშიფ სკანერთან მუშაობის სიკეთეებს თათია ორ ნაწილად ყოფს, პირველი მათგანი პროცესია, ხოლო მეორე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სარგებელი. ლიდერშიფ სკანერთან თანამშრომლობისას Setanta Sports-ისთვის მნიშვნელოვანი იყო შეთავაზების მორგება თავად დამკვეთზე, როგორც ვადების, ასევე მართვის კუთხით.
„ ჩემი რესურსი მხოლოდ იმაში დაიხარჯა,რომ გავაზიარე ბაზა, შევთანხმდით სტრუქტურაზე და დავადასტურეთ საკომუნიკაციო მესიჯი თანამშრომლებთან, შემდეგ სრულ პროცესს თავად ლიდერშიფ სკანერი მართავდა, რომლისგანაც პერიოდულ რეპორტებს ვიღებდით და მიმდინარეობის პროცესში სრულ სურათს ვხედავდით.”
მეორეს მხრივ, ლიდერშიფ სკანერის მეთოდოლოგია ისეა აწყობილი, რომ მონაცემების მიღება მხოლოდ პირველი ეტაპია, პროდუქტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაგრძელებას წარმოადგენს ორგანიზაციის შიგნით არსებულ გუნდებთან მუშაობა. საგულისხმოა, რომ პროდუქტის თითოეულ ეტაპს თან ახლავს შესაბამისი ახსნითი თუ ინსტრუქციული ტიპის დოკუმენტები, რაც გვეხმარება პროდუქტის უკეთ გააზრებასა და მისი ბენეფიტების მაქსიმალურ ათვისებაში.
„მიღებული შედეგების კომუნიკაციის პროცესიც მოქნილია, არსებობს გაწერილი გაიდლაინები, როგორ უნდა იმოქმედო, რომელიც ზედმიწევნით სრულყოფილია და ინსტრუმენტის შედეგად მიღებული მონაცემების ზუსტ გააზრებაში გეხმარება, მაგრამ, ამავე დროს არის მოქნილი და შეგიძლია იმის მიხედვით დაგეგმო, თუ როგორია შენი მოწყობა და პრიორიტეტი.“
თათიას შეფასებით, გუნდებთან მუშაობამ საუკეთესო შედეგი გამოიღო: პირველ რიგში ბევრნაირი ემოცია გამოვლინდა, რაც ძალიან ბუნებრივია, ზოგიერთისთვის ეს იყო სწორი მიდგომების დადასტურება და სიხარული, ხოლო ზოგიერთისთვის – ბუნდოვან საკითხებზე პირისპირ ფორმატში ჩაღრმავება. თანამშრომლების ემოციებთან და განწყობებთან ასე ახლოს შეხება კი, გარკვეულ წილად „ხორცს ასხამს“ პროდუქტის პირველ ეტაპზე მიღებულ რაოდენობრივ მონაცემებს. ლიდერშიფ სკანერის პროდუქტის მთავარი ბენეფიტი სწორედ მისი გამოყენებადობაა, მიღებული შედეგები პირდაპირ გაძლევს ბიძგს და ხედვებს განვითარების სტრატეგიის შემუშავებისთვის.
„ერთობლივი მსჯელობით მივედით იმ დასკვნამდე, რომ არის გამოწვევები, რომელთა დაძლევაც შეგვიძლია – და არის რაღაცეები რაც ჩვენი კონტროლის მიღმაა და ამას ცხადად ვხედავთ, სადღაც ჩვენი რესურსით და ძალით შეგვიძლია, ამიტომ ამის შეცვლა მარტივია. ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ გასცემენ უკუკავშირს მენეჯერები, რამდენად ჯანსაღია ატმოსფერო და რამდენად ზრუნავენ მენეჯერები თავიანთი თანამშრომლების განვითარებაზე.დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა, დავიწყეთ 4 ტიპის ტრენინგი. მენეჯერების ნაწილმა გუნდთან შეხვედრების სისტემა შეცვალა, ნაწილმა წახალისების და აღიარების მიდგომები მოიფიქრა, ეს არ იყო კვლევა მონაცემების მხოლოდ დანახვისთვის, ეს იყო კვლევა მოქმედებისთვის.”
აღნიშნულ პროცესში თათიასთვის აღმოჩენა იყო, თუ რამდენად სასარგებლოა თავად HR გუნდის შიგნით მსგავსი ფასილიტაციური შეხვედრების ჩატარება, ხშირ შემთხვევაში ის ვინც პროცესს სათავეში უდგას, „თამაშს მიღმა“ რჩება, მაშინ როდესაც თავად HR მიმართულებასაც აქვს გამოწვევები, რომელიც წარმატებისთვის საერთო სურათში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ლიდერშიფ სკანერის კვლევის შედეგად,
„ვიცით ამ წლის სამუშაო არეალი: რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს ჩართულობის ნაწილში ტრენინგების სტრატეგია მივაბით კვლევას და მის შედეგებს გუნდთან ერთად განვსაზღვრეთ რა ტიპის „სოფთ სქილებზე“ გვექნება სამუშაო მენეჯერებთან ერთად რომ მათთვის უფრო კომფორტული იყოს კოლაბორაცია. გვქონდა ჩვენი მოსაზრებები და კვლევამ მოგვცა სიმტკიცე და ვალიდაცია, რომ სწორად მივდივართ და ნამდვილად ეს საკითხებია აქტუალური.”
Setanta Sports-ის შიდა ორგანიზაციული კვლევის ეს ციკლი კომპანიის ღირებულებაზე მეტყველებს, თათია აღნიშნავს, რომ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება, ეს გამორიცხავს შეგრძნებებით მოქმედებას, ვარაუდებს და დაშვებებს. ამასთან, ეს მიდგომა იძლევა ნდობას, რომ ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საკითხი ყოველმხრივ შესწავლილია და ახლავს არგუმენტები. HR-ის როლია, არამარტო თვითონ ატაროს კვლევები და ჰქონდეს ხელი პულსზე, არამედ გუნდის სხვა წევრების ცნობიერება გაზარდოს, რომ მათაც ემპირიული მონაცემები შეაგროვონ და მათზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება.
თათიას მიაჩნია, რომ ლიდერშიფ სკანერი ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის იქნება სასარგებლო, რადგანაც ჩართულობის დონის შეფასება და კონტროლი, ორგანიზაციის შიგნით ჯანსაღი გარემოს და ურთიერთობების შენარჩუნება, ბიზნეს გადაწყვეტილებებსაც გაამარტივებს. თუმცა იმისთვის, რომ კომპანიამ რეალურად მიიღოს ბენეფიტი აღნიშნული პროცესიდან, მნიშვნელოვანია ტოპ მენეჯმენტს HR გუნდთან ერთად უნდოდეს და იყოს მოტივირებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს.
„კვლევა უნდა იყოს კომპანიის მუდმივი სტრატეგია და ასეთ შემთხვევაში კომპანია თავად აღმოაჩენს ლიდერშიფ სკანერს.”
ზაფხულში Setanta Sports უკვე ლიდერშიფ სკანერის მთავარი პროდუქტის – ქსელური ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რომელიც თანამშრომელთა ჩართულობის მიღმა ბევრ სხვა კომპონენტს ავლენს და კომპანიას სრულყოფილ სურათს აწვდის, თუ რატომ არის დღეს და ახლა მნიშვნელოვანი იზრუნო იმათზე, ვინც ქმნის და ამყარებს შენი კომპანიის წარმატებას?