21 სექტემბერს ჩაქვში HRPA • Georgia-იას მიერ ორგანიზებული ღონისძიება “HR Connect | Adjara Edition” ჩატარდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე: HR პროფესიონალები, აღმასრულებელი დირექტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის რეგიონში HR პროფესიონალებისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს ლოკალური და გლობალური HR ტენდენციები, რეგიონალური რეალობა და ახალი თაობის როლი პროფესიაში.
ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეები უნიკალურ თიმბილდინგ აქტივობაში ჩაერთნენ, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, ლიდერშიფ სკანერის ჯადოსნური პროდუქტის “ქსელური ანალიზის” ძალაც თავიანთ თავზე გამოსცადეს და კოლეგებთან დაახლოვდნენ. ლიდერშიფ სკანერისა და თიმბოუთის ერთობლივ თიმბილდინგს ლაშა ბოკუჩავა და პაატა პაპავა უძღვებოდნენ.
ლიდერშიფ სკანერის უნიკალური პროდუქტის დახმარებით შეფასდა ღონისძიებაზე დამსწრეთა სანაცნობო ქსელი, თიმბილდინგის შემდეგ კი, მონაწილეებმა იხილეს თუ როგორ გაფართოვდა მათი სანაცნობო წრე.
ლიდერშიფ სკანერის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით ქსელური ანალიზის გამარტივებული ფორმით შეთავაზება მისი უნიკალური ღირებულების აღქმისთვის იდეალური მაგალითია. HR connect-ის ღონისძიებაზე დამსწრეებმა მოსვლისთანავე პირველ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და ყველა ის ადამიანი მონიშნეს, რომელსაც აღნიშნულ ღონისძიებაზე იცნობდნენ. შედეგად ნევორქინგ აქტივობის დაწყებამდე გამოკითხვაში ჩართულ პირთა შეფასებით, მათ შორის 193 ბმა და 4%-იანი სიმჭიდროვე იყო.
ხოლო ნეთვორქინ აქტივობის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ მონაწილეთა შორის ბმა 608-ით გაიზარდა, ხოლო ქსელში სიმჭიდროვემ 14,4% შეადგინა. საერთო ჯამში ქსელის შეჭიდულობა 3.6-ჯერ გაიზარდა.
„ჩვენი მთავარი მიდგომაა გავზომოთ ყველაფერი, რისთვისაც ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ქსელური ანალიზის ტექნოლოგია; რაც ჯერ არ არის გაზომვადი, შეგვიძლია მოვიფიქროთ შესაბამისი ინსტრუმენტი, რომლითაც გავზომავთ შედეგებს და ეფექტს გავხდით სარწმუნოს. HR პროფესიონალებისთვის კავშირების დამყარება და ერთმანეთთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში ჩვენი წვლილის შეტანა და მათი დაახლოების ხელშეწყობა“, – აღნიშნა ლიდერშიფ სკანერის დამფუძნებელმა ლაშა ბოკუჩავამ.
ქსელური ანალიზის შექმნის, ანალიზის და ინტერპრეტაციის პროცესში ღონისძიების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ. აქტივობის შემდეგ კი ტოპ „ნეთვორქერებიც“ გამოვლინდნენ. ლიდერშიფ სკანერი და თიმბოუთი აქტიურად თანამშრომლობენ HRPA-სთან და მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარებას მომავლშიც გეგმავენ.