თუ გიყვარს პროგრამირება და ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, მაშინ  JavaScript Developer-ის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია შენთვის საინტერესო იქნება.

Leadership Scanner-ი ეისითი ჯგუფში შემავალი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ქმნის უკეთესი ორგანიზაციული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ანალიტიკურ და დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს. მონაცემთა ანალიზის, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროცესში ძირითადად ვიყენებთ Excel, SQL, Python, JavaScript და Power BI-ის ტექნოლოგიებს.

ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს პროგრამული უზრუნველყოფისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის შემუშავების 1-3 წლიანი გამოცდილება JavaScript-ში და სურს საკუთარი ცოდნები გამოიყენოს ინოვაციური და საინტერესო პროდუქტის გასავითარებლად.

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • ძირითადად Front-end სამუშაოების განხორციელება – მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამული ინტერფეისის განვითარება JavaScript-ის, React-ის და D3.js ბიბლიოთეკის გამოყენებით
  • საბაზისო Back-end სამუშაოების განხორციელება და სერვერის მხარეს არქიტექტურის გაწყობა

რა ცოდნა და სამუშაო გამოცდილება დაგჭირება?

  • ბაკალავრის / მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის, პროგრამული უზრუნველყოფის ან რომელიმე მონათესავე ტექნიკურ დისციპლინაში.
  • 1-3 წლიანი გამოცდილება JavaScript Developer-ის პოზიციაზე
  • React-ში მუშაობის გამოცდილება
  • HTML / CSS-ში მუშაობის გამოცდილება
  • Git-ში მუშაობის გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: SQL)
  • Python-ში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება (Pandas, NumPy)
  • Node.js-ში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა

რა უნარები დაგეხმარება სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

  • დეტალებზე ორინეტირებულობა
  • განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი
  • კრეატულობა, ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებულობა
  • თვითორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა
  • გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი

 

სამუშაო ფორმატი: დისტანციური | მოქნილი გრაფიკი | Part time

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: info@leadershipscanner.com – მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!