თუ გიყვარს მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია, მაშინ Power BI სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია შენთვის საინტერესო იქნება.
Leadership Scanner-ი ეისითი ჯგუფში შემავალი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ქმნის უკეთესი ორგანიზაციული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ანალიტიკურ და დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს. მონაცემთა ანალიზის, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროცესში ძირითადად ვიყენებთ Excel, SQL, Python, JavaScript (D3.js) და Power BI-ის ტექნოლოგიებს.
ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს მონაცემთა ინჟინერიის და მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება და სურს საკუთარი ცოდნები გამოიყენოს საინტერესო პროექტებზე მუშაობისას.
რისი გაკეთება მოგიწევს?
- მონაცემთა ვიზუალიზაცია Power BI-ის გამოყენებით
- მონაცემთა ვიზუალიზაცია D3.js ბიბლიოთეკის გამოყენებით
- მონაცემებზე მანიპულაცია და ანალიზი (SQL, Python, Excel)
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შექმნა და ETL პროცესის აწყობა
რა ცოდნა და სამუშაო გამოცდილება დაგჭირება?
- ბაკალავრის / მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, მონაცემთა მეცნიერების ან რომელიმე მონათესავე ტექნიკურ დისციპლინაში.
- 1-3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკოსის, BI სპეციალისტის ან მონაცემთა ინჟინრის პოზიციაზე
- Power BI-ში მუშაობის გამოცდილება
- Python-ში მუშაობის გამოცდილება
- JavaScript-ში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
- SQL-ში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
რა უნარები დაგეხმარება სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
- დეტალებზე ორინეტირებულობა
- განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი
- კრეატულობა, ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებულობა
- თვითორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა
- გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი
სამუშაო ფორმატი: დისტანციური, მოქნილი გრაფიკით. შესაძლებელია როგორც პროექტულად, ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@leadershipscanner.com – მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებ წარმატებას!