HR გუნდს ტრენინგის ფარგლებში გადავცემთ ჯგუფური სესიების წარმართვის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს 6 ძირითად ეტაპს:

  • ჯგუფური სესიის ჩანიშვნა

    სახელმძღავნელო მოიცავს რეკომენდაციებს საკომუნიკაციო მესიჯებისა და პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით. შეხვედრების ინიცირებით თქვენ შექმნით პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს გუნდის წევრებში.

  • გუნდისთვის შედეგების წარდგენა

    გუნდის წევრებთან შედეგების წარდგენსას რეკომენდებულია ისაუბროთ კვლევის მნიშვნელოვნებაზე და გააცნოთ როგორც ორგანიზაციის ჯამური, ასევე თავად ამ გუნდის ინდივიდუალური ანგარიში. შედეგად, გუნდის წევრებში მოიმატებს რწმენა, რომ მათ მოსაზრებებს პატივს სცემენ, რაც თავის მხრივ გაზრდის თანამშრომლების ნდობას კომპანიის მენეჯმენტის მიმართ.

  • მსჯელობა ჩართულობის თითოეულ პარამეტრზე

    პრაქტიკულ სახელმძღვანელო მოიცავს სასარგებლო რჩევებს შედეგების განხილვასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. მსჯელობის შედეგად გუნდის წევრებს შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დაინახავენ გუნდის ძლიერ მხარეებს და აღმოაჩენენ გაუმჯობესების არეალს.

  • პრიორიტეტული საკითხების შერჩევა

    მეოთხე ეტაპის მიზანია გუნდმა, ერთობლივად კონსესუსის საფუძველზე შეარჩიოს ის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა გაუმჯობესებასაც გადაწყვეტენ.

  • გაუმჯობესების გეგმის შემუშავება

    მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში თითოეული თემის გარშემო წარმოდგენილია დამაზუსტებელი კითხვების ნუსხა და პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც გუნდს დაეხმარება იდეების გენერაციაში და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

  • პროგრესის მონიტორინგი

    რეკომენდებულია წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით გუნდმა მოახდინოს პროგრესის მონიტორინგი. მონიტორინგისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს LS-ის მომდევნო კვლევის შედეგები ან პროგრესი გაიზომოს გუნდის მიერ შეთანხმებული სხვა ინსტრუმენტით.