ტერაბანკი ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საბანკო სექტორში. 2015-2016 წლებში განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, ბანკმა პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია თუ კომუნიკაცია მთლიანად შეცვალა და ფუნქციონირება სრულიად განახლებული სტრატეგიით გააგრძელა.

ტერაბანკის ტალანტების მოზიდვისა და მართვის ჯგუფის უფროსი ნინო გოგავა განათლებით ფსიქოლოგიის მაგისტრია და HR მიმართულებით 16 წლიანი გამოცდილება აქვს, რაც უმეტესად სწორედ ტერაბანკში  მუშაობის პერიოდში შეიძინა. 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ნინომ სხვა სფეროში გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა 2 წლის თაზვე, სწორედ ლიდერშიფ სკანერის მიერ ჩატარებული კვლევის პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, ნინო ისევ ტერაბანკს დაუბრუნდა და მისი პირველი დავალება კვლევის შედეგების გუნდებისთვის გაცნობა და ფასილიტაციური შეხვედრების ჩატარება იყო.

ტერაბანკში ნინო ორგანიზაციული კვლევების სრულ პროცესშია ჩართული და თითოეულ მონაცემს დინამიკაში განიხილავს. მისი ჩართულობა და დატვირთვა იმის მიხედვით განისაზღვრება, კვლევა ორგანიზაციის შიდა რესურსით ხორციელდება თუ მოწვეული კომპანია ატარებს.

საკუთარი რესურსით კვლევის ჩატარების შემთხვევაში, იქნება ეს კითხვარის შემუშავება, მიღებული შედეგების ანალიტიკა თუ  პრეზენტაციის მომზადება, კომპანიის HR გუნდის წევრის / წევრების საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დიდი რესურსი იხარჯება ტექნიკურ სამუშაოებზე და ნაკლები დრო რჩება სამოქმედო გეგმის შედგენაზე – ტენდენციების გამოსახვაზე, ცვლილებების საჭიროების აღმოჩენასა და ინიცირებაზე.

გარე კომპანიის  ჩატარებული კვლევის შემთხვევაში კი, ნინო მხოლოდ კითხვარს ეცნობა და ცდილობს თანამშრომლის თვალით შეხედოს კითხვის ფორმულირებას, რათა გამოავლინოს თუ რა აღქმას ბადებს თითოეული მათგანი და ხომ არ არის რომელიმე კითხვა ბუნდოვანი. შემდგომი ნაბიჯი შედეგების მიღება, დამუშავება, შეხვედრების დაგეგმვა, გუნდებისთვის გაცნობა და განხილვაში ჩართვაა, მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება სამოქმედო სტრატეგია. ნინო ამბობს, რომ ასეთი მიდგომით გაცილებით მეტი დრო რჩება რეალური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და გაუმჯობესების გზების ინიცირებისთვის, რაც ტერაბანკისა და ლიდერშიფ სკანერის თანამშრომლობის ერთწლიან პერიოდში არაერთხელ დადასტურდა.

„ორგანიზაციულ კვლევებთან მიმართებით დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენი სტრატეგიაა შევისწავლოთ თანამშრომლების საჭიროებები, დამოკიდებულებები და განწყობები, რის საფუძველზეც შემდეგ იგეგმება რეალური ნაბიჯები და ამას ყოველთვის მოყვება ქმედებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გარემო გავხადოთ უკეთესი“.

ნინო აღნიშნავს, რომ  ლიდერშიფ სკანერის პროდუქტის გამოყენება რამდენიმე მიზეზით გადაწყდა, საინტერესო აღმოჩნდა ტექნოლოგიური მიდგომა, რომელსაც ლიდერშიფ სკანერი სთავაზობს მომხმარებელს, ასევე საერთაშორისო კვლევითი პრაქტიკების ცოდნა და პროფესიონალების გამოცდილება, რომლებიც ამ მომსახურების უკან დგანან.

„ქსელური ანალიზი განსხვავებული და საინტერესო პროდუქტია, საშუალებას გაძლევს ურთიერთობის და საჭიროებების ბევრი ფენა დავინახოთ, შემდეგ პროცესში თავად გუნდის წევრები ჩავრთოთ და მნიშვნელოვანი იდეების გენერაცია მოვახდინოთ“.

იმისათვის, რომ ლიდერშიფ სკანერის ორგანიზაციული კვლევა სასარგებლო იყოს ორგანიზაციისთვის, ნინო, თავისი გამოცდილებით, 4 ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფს:

  • შესაბამისი დროის შერჩევა – კვლევის ჩატარებისთვის რეკომენდებულია შვებულებებით ნაკლებად დატვირთული პერიოდი, ასევე ისეთი დრო, როდესაც ორგანიზაციაში მნიშნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელებულია.
  • გუნდის ლიდერების დარწმუნება კვლევის საჭიროებაში – რა შედეგის მომტანია კვლევა ზოგადად. მნიშვნელოვანია მენეჯერმა იცოდეს, თუ რა სურს თანამშრომელს, რომ იყოს  კმაყოფილი. როდესაც ლიდერი კვლევის საჭიროებაში დარწმუნებულია, ის მეტად ჩართულია პროცესში, ჩვენთან ერთად მუშაობს და გაუმჯობესების იდეებს გვაწვდის.
  • კონფიდენციალურობა და ნდობა – თანამშრომლებმა იციან, რომ მონაცემები ზოგადი მაჩვენებელია, კონკრეტული საჭიროებები საერთო განხილვისას ვლინდება. ამავე დროს გარე კომპანია საგულდაგულოდ ირჩევა, მას აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით და უკეთ ფლობს თანამედროვე მეთოდოლოგიებს.  შესაბამისად, მაღალია მათი კომპეტენციის შეფასება და მათდამი ნდობის ხარისხი.
  • რეალური შედეგი – თანამშრომლები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ მათ ჩართულობას კვლევაში რეალური ქმედებები მოყვება, შესაძლოა დასახელებული საკითხების მოგვარება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თანამშრომელმა უნდა იგრძნოს, რომ მისი წუხილი და სურვილი გაგონილია და მის მოგვარებაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ზრუნავს.

ტერაბანკის შემთხვევაში თანამშრომლების ჩართულობისა და ორგანიზაციული კლიმატის შეფასება 30 გუნდზე განხორციელდა, 13 მათგანთან ლიდერშიფ სკანერის მიდგომით შემდგომი ფასილიტაციური შეხვედრები ჩაინიშნა, საიდანაც 6 შეხვედრაზე ნინო ფასილიტაციური ასისტენტი იყო, ხოლო დანარჩენ 7-ს თავად უძღვებოდა.

ფასილიტაციური შეხვედრები დიდი ზრდა იყო როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული კუთხითაც, ნინო აღნიშნავს, რომ ამ პროცესში პრაქტიკასთან ერთად გადამწყვეტი როლი თავად ლიდერშიფ სკანერის მიერ ჩატარებული HR ანალიტიკის ტრენინგმა ითამაშა, რომლის პირველი ნაკადის მონაწილე თავად ნინოც გახდა.

„თავიდან ფასილიტაციურ შეხვედრებზე ასისტენტი ვიყავი და მალევე მივხვდი, თუ რა მნიშვნელოვანია, როცა სწორ აქცენტებს აკეთებ, ამის გარეშე ფასილიტატორი ვერ მოამზადებს ანგარიშს. გუნდთან ურთიერთობამ, მათთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის მიცემის შესაძლებლობამ, სხვა თვალით დამანახა კვლევის პროცესი’’

ნინოს შეფასებით ლიდერშიფ სკანერი ისეთი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი პროდუქტია, რომელიც მზად არის თანამშრომლის საჭიროებაზე მორგებული სტრატეგია განახორციელოს, შედეგებს და ციფრებს მიღმა ადამიანები აღმოაჩინოს და სწორედ მათი შრომის შედეგებით მიღწეული წარმატება იზეიმოს.

თავად ტერაბანკში ლიდერშიფ სკანერის კვლევის შედეგებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ნინოს თქმით, დადებით რეაქციას იწვევს ყველა თანამშრომელში, რომლებიც გრძნობენ თავიანთ გავლენას პროცესებზე და მეტად თავდაჯერებული ხდებიან.

„ახლა უფრო გონივრულად ვუდგებით მიღებულ მონაცემებს, გაზრდილია თანამშრომლების კმაყოფილებაც და ვფიქრობთ ახალი მიდგომებით ჩავატაროთ შემდეგი ტალღა“.

ტერაბანკთან თანამშრომლობა გრძელდება, ნინო ლიდერშიფ სკანერის განვითარების პროცესის თანამონაწილეა, მისი შეფასებით ლიდერშიფ სკანერის უპირატესობა მომხმარებლის აზრის მუდმივი მოსმენა, უკუკავშირის მიღება და მუდმივი ცოცხალი ურთიერთობაა, რომელსაც ის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პირველივე დღიდან ამყარებს და ავითარებს,

ლიდერშიფ სკანერი გაძლევს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, დებულებების განმარტებას, ფასილიტაციური მეთოდის სახელმძღვანელოს, ნებისმიერ დროს არ კარგავს შენთან კონტაქტს, სულ მზად არის მოგცეს რჩევა და მოისმინოს შენი იდეები.  ეს პარტნიორობა ორმხრივია, პროცესში თვითონაც იხვეწება სხვადასხვა ქეისების და მუდმივი უკუკავშირის ხარჯზე და მომხმარებლისთვისაც მეტ მრავალფეროვნებას ქმნის“.