ქსელური ანალიზის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სუსტი დელეგირებისა და მიკრომენჯმენტის ნიშნები, გამოავლინოთ სუსტი წერტილები მმართველობით რგოლში და იპოვოთ მაღალი პოტენციალის მქონე ტალანტები. ქსელური ანალიზის დანერგვა დაგეხმარებათ ორგანიზაციული მოწყობის ოპტიმიზაციასა და განვითარებაში.

სამუშაო გარემოთი თანამშრომლის უკმაყოფილება და მოტივაციის ნაკლებობა გადამდებია და უარუყოფითად მოქმედებს საერთო ორგანიზაციულ კლიმატზე. ჩართულობის დაბალი დონე ზრდის თანამშრომლის დაკარგვის რისკს. რაც უფრო მაღალია ასეთი თანამშრომლების ზეგავლენის დონე, მით უფრო მეტი რისკის შემცველია ორგანიზაციისთვის მათი დაკარგვა ან პროდუქტიულობის კლება. ქსელური ანალიზს შეუძლია მსგავსი რისკების იდენტიფიკაცია, რაც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის კარგი წინაპირობაა.