ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარების პლატფორმების განვითარება. თანამშრომლებისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი სტიმულია თქვენს ორგანიზაციასთან სტაბილური და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ეფექტური მენტორობის პროგრამების დანერგვას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ახალი თანამშრომლების მომზადების, მემკვიდრეების გამოზრდის, ხარისხიანი პროდუქტის შექმნისა და შეცდომების დაშვების პრევენციის მიმართულებით.

ქსელური ანალიზის დახმარებით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კომპეტენციის ლიდერები და ჩართოთ ისინი მენტორობის პროგრამებში. ხშირად, პროფესიული ლიდერები გადატვირთულები არიან ყოველდღიური საქმიანობით და მცირე დრო რჩებათ სხვებისთვის საკუთარი ცოდნისა თუ გამოცდილების გასაზიარებლად. მოთხოვნადი ლიდერების ანალიზი გამოავლენს იმ პირებს, ვისთანაც თანამშრომლები ისურვებდნენ მეტ კოლაბორაციას, რათა უკეთესად შეასრულონ საკუთარი საქმე. ხშირად ასეთი ლიდერები დგანან გადაწვის რისკის წინაშე, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მიგვიყვანოს მათ დაკარგვამდე.

ეფექტური ლიდერშიფის ამოცანაა, დროულად აღმოაჩინონ კომპეტენციის ლიდერები და შექმნან ისეთი მხარდამჭერი სისტემა, სადაც მენტორებს აქვთ ცოდნის გაზიარებისთვის გამოთავისუფლებული დრო, ხოლო თანამშრომლებს მიუწვდებათ ხელი კომპეტენციის ცენტრებთან.

ჩვენ დაგეხმარებით პროფესიული და აზრის ლიდერების გამოვლენასა და მათი ზეგავლენის არეალის ანალიზში, რათა მათი ჩართულობით გაზარდოთ მენტორობის პროგრამების ეფექტურობა.