ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაციაში ცენტრალური ფასეულობა ადამიანია. ჩვენს მიერ შემუშავებული დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი დაგეხმარებათ შეაფასოთ ორგანიზაციული განვითარების სუსტი და ძლიერი მხარეები, შეამციროთ ღირებული ტალანტების გადინება და შექმნათ ისეთი მხარდამჭერი გარემო, სადაც თითოეული თანამშრომლის პოტენციალი მაქსიმალურად ათვისებულია.

დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის შესახებ

LEADERSHIP SCANNER-ი ორგანიზაციული ქსელური ანალიზისა (ONA) და თანამშრომელთა ჩართულობის (Employee Engagement) კვლევის ეფექტური კომბინაციაა.

კვლევის საფუძველზე შევისწავლით თანამშრომელთა ჩართულობის დონეს, ლოიალობის ხარისხს, განვითარების ბარიერებს, ლიდერშიფის ეფექტურობას და ამავდროულად აღმოვაჩენთ იმ ადამიანებს, ვისი ჩართულობის ზრდაც წარმატებას მოუტანს ორგანიზაციას.

გამოკითხვა ტარდება მარტივი 15 წუთიანი თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით. ინსტრუმენტი შეისწავლის მხოლოდ ქცევას და არ ხდება თანამშრომლების მხრიდან ურთიერთშეფასება, რაც ზრდის გამოკითხვაში ჩართულობისა და გულწრფელობის დონეს.

აღმოაჩინე

LEADERSHIP SCANNER-ი დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ თქვენი ორგანიზაციის მუშაობის ფარული მექანიზმი. თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენად ჯანსაღია ორგანიზაციული კლიმატი, სად არის გაუმჯობესების არეალი და ვის უნდა დაეყრდნოთ ტრანსფორმაციულ პროცესებში. სიღრმისეული ანალიტიკა და ინტერაქტიული დეშბორდები მოგცემთ ღირებულ ინსაიტებს სამ დონეზე: ორგანიზაცია, გუნდები და ინდივიდები.

ჩართე

მონაცემების ანალიზი გეხმარებათ გაიგოთ სად იმყოფებით, თუმცა კვლევის ჩატარება გზის მხოლოდ დასაწყისია და მნიშვნელოვანია მას მოყვეს ქმედითი ნაბიჯები. გუნდებში შედეგების გაზიარების მიზნით, შევიმუშავეთ ჯგუფური სესიების დაგეგმვისა და წარმართვის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რაც დაგეხმარებათ გაზარდოთ თანამშრომლების ჩართულობის დონე და გუნდთან ერთად დასახოთ გაუმჯობესების გზები.

განავითარე

LS დაგეხმარებათ გააძლიეროთ მმართველობითი რგოლი, დასახოთ ტალანტების განვითარების გეგმა და გააჯანსაღოთ ორგანიზაციული კლიმატი. ინსტრუმენტის გამოყენებით შეგიძლიათ დროულად აღმოაჩინოთ დაკარგვის წინაშე მყოფი თანამშრომლები და იზრუნოთ მათ შენარჩუნებაზე. განვითარების გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, სადაც თითოეული თემა დაწყვილებულია პრაქტიკული რეკომენდაციების ნაკრებთან.

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში სამ დონეზე:

ორგანიზაცია

ორგანიზაციის დონეზე თქვენ დაინახავთ დიდ სურათს. შეაფასებთ რამდენად თანხვედრაშია თანამშრომლების ფასეულებები ორგანიზაციულ კულტურასთან და ღირებულებებთან, რამდენად იზიარებენ კომპანიის ხედვებს, სჯერათ მენეჯმენტის და ხედავენ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ინდექსები, რისკის ინდიკატორები და GAP ანალიზი დაგეხმარებათ პრობლემების დროულ იდენტიფიკაციაში. ქსელური ანალიზი დაგეხმარებათ ლიდერშიფის ანალიზში, ორგანიზაციული მოწყობისა და განვითარების სტრატეგიის ადაპტაციაში.

გუნდი

გუნდების დონეზე თქვენ დაინახავთ მიკრო სურათს. ჩვენი უნიკალური ინსტრუმენტი შეისწავლის ჩართულობისთან და ორგანიზაციულ კლიმატთან მკვეთრად დაკავშირებულ 26 თემას, რომლებიც ჯგუფდება 9 ინდიკატორში.  მსგავსი დეტალიზაცია კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების კარგი წინაპირობაა. გარდა ამისა, ქსელური ანალიზის მეშვეობით მიიღებთ მაღალი პოტენციალის მქონე ლიდერების სიას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მენტორობისა და მემკვიდრეების გამოზრდის პროგრამების სარგებლიანობას.

ინდივიდი

ინდივიდის დონეზე თქვენ აღმოაჩენთ პროფესიულ და აზრის ლიდერებს. ლიდერების გამოვლენა შესაძლებელია საქმიანი და სოციალური ურთიერთობის 7 განსხვავებულ კომპონენტში. ქსელური ანალიზის შედეგები დაგეხმარებათ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული სუსტი დელეგირებისა და მიკრომენეჯმენტის ნიშნების გამოვლენაში. თანამშრომელთა სეგმენტაცია დაგანახებთ ვის აქვს მაღალი ზეგავლენა, ვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ ან სად გჭირდებათ სწრაფი რეაგირება, რათა შეამციროთ თანამშრომლების გადინება და გადაწვის რისკი.

ანგარიშგება ეფექტური გადაწყვეტილებებისთვის

მიუხედავად გამოკითხვის ინსტრუმენტის სიმარტივისა, LEADERSHIP SCANNER-ი იყენებს მონაცემთა დამუშავების კომპლექსურ და მეცნიერულად დასაბუთებულ ტექნოლოგიას, რაც ამარტივებს შედეგების ინტერპრეტაციას და გვეხმარება ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

HR მენეჯერისთვის განკუთვნილია ინტერაქტიული ციფრული პლატფორმა, რომელიც People Analytics-ის მძლავრი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გუნდის ლიდერებსა და გუნდის წევრებს დიაგნოსტიკის შედეგებს წარვუდგენთ შემაჯამებელი ანგარიშების სახით (PDF ფორმატში). თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის ანგარიშის სტრუქტურა ინდივიდუალურია და მორგებულია მათ საჭიროებებზე.

მხარდაჭერა და HR გუნდის გაძლიერება

შედეგების მიწოდების პარალელურად, LS-ის მხრიდან გამოყოფილი ტრენერი, HR გუნდთან ატარებს ტრენინგების სერიას, რომელიც დეტალურად გააცნობს მათ ციფრული პლატფორმის შესაძლებლობებს, შემაჯამებელი ანგარიშების სტრუქტურას და ჯგუფური სესიების წარმართვის პროცესს.

იმ შემთხვევაში, თუ HR გუნდი განიცდის რესურსების ან კვალიფიკაციის ნაკლებობას, არ იღელვოთ, ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებათ HR გუნდის გაძლიერებასა და გუნდებთან მუშაობის წარმართვაში. დამატებითი სერვისები მოიცავს:

  • საბაზისო ფასილიტაციური უნარების ტრენინგი
  • ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ორგანიზება