LEADERSHIP SCANNER და hiro წარმოგიდგენთ ერთობლივ სასერტიფიკატო კურსს HR პროფესიონალებისთვის – „HR დიაგნოსტირება და ანალიტიკა”. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე, მოიცავს 2 სრულ დღიან შეხვედრას და გაიმართება 28-29 ივნისს ქალაქ ბათუმში.
სასწავლო პროცესში თქვენ გაეცნობით დიაგნოსტირების განსხვავებულ მიდგომებს, HR ანალიტიკის თანამედროვე მეთოდებს, განვიხილავთ ძირითად HR მეტრიკებს და მათ დანიშნულებას, ისწავლით ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვას და გაეცნობით თანამშრომლების ჩართულობის ზრდის კონცეფციას. კურსის ფარგლებში გაგიზიარებთ კვლევის შედეგების გაზიარების ეფექტურ გზებს და დაეუფლებით დიაგნოსტირების შედეგების პრაქტიკაში გამოყენების მიდგომებს.
კურსის პრაქტიკული ნაწილი შედგენილია Leadership Scanner-ის და hiro-ს სამუშაო მეთოდოლოგიით, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ინერგება საქართველოში მმოქმედ წამყვან კომპანიებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
- კურსის შინაარსი: თინი – 555021722
- ტექნიკური დეტალები: ნანა – 595487007
- ან მოგვწერეთ: info@leadershipscanner.com
ვისთვისაა კურსი?
კურსი განკუთვნილია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული HR პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს ორგანიზაციაში დანერგოს და/ან განავითაროს სტრატეგიული HR:
- HR მენეჯერი / დირექტორი;
- კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი (OD);
- HR ბიზნეს პარტნიორი;
- ტალანტების მოზიდვისა და განვითარების მენეჯერი;
- HR ანალიტიკოსი / სპეციალისტი;
- ორგანიზაციულ კვლევებზე პასუხისგმებელი ნებისმიერი სხვა პირი.
ვინ იქნება ტრენერი?
კურსს გაუძღვებიან ლაშა ბოკუჩავა და მარი მეტონიძე
ლაშა ბოკუჩავა LEADERSHIP SCANNER-ის იდეის ავტორი, კომპანიის თანადამფუძნებელი და GIPA-ს ასოცირებული პროფესორია. მისი პროფესიული გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის და წლების განმავლობაში, როგორც მკვლევარს, სტატისტიკოსს, მონაცემთა ანალიტიკოსს და გუნდის ლიდერს 500-ზე მეტ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ACT – მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, Geostat, CRRC, PMCG, GIZ, OXFAM და სხვა. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ლაშა აქტიურად იყო დაკავებული ტრენინგებისა და სალექციო კურსების ორგანიზებით მონაცემთა ანალიზისა და კვლევის მიმართულებით (GIPA – მმოქმედი ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე, CU, CSB, ESM).
მარი მეტონიძე: HR პროფესიონალი, HRM სააგენტო hiro – ს ხელმძღვანელი, Timly- recruitment (hr soft) თანაპარტნიორი, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte – ს HR დეპარატამნეტის ხელმძღვანელი, ტრენერი და ინდივიდუალური მენტორი HRM მიმართულებით, ადამიანური რესურსების მაგისტრი, მისი პროფესიული საქმიანობა ადამიანური კაპიტალის 7 წელზე მეტს ითვლის და ამ წლების განმავლობაში, აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, HRM კონსულტანს, HR მენტორს, პროექტის მენეჯერს, ლიდერს 100 -ზე მეტ პროექტში. მას უთანამშრომლია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან. აქვს კერძო და საკონსულტაციო სფეროში მრავალფეროვანი გამოცდილება.
როგორ დავრეგისტრირდე?
დარეგისტრირდით 24 ივნისამდე – ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: რეგისტრაციის ფორმა
როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?
კურსი ჩატარდება 28 და 29 ივნისს, 11:00 – 19:00 საათის შუალედში. ტრენინგი მოიცავს 2 სრულ დღეს.
სად ჩატარდება?
შეხვედრები ჩატარდება hiro-ს ოფისში, მისამართზე: ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
რას მივიღებ ტრენინგის შედეგად?
- გაეცნობით HR ანალიტიკის თანამედროვე ტენდენციებს და მეთოდებს;
- გაეცნობით HR დიაგნოსტირების მეთოდებს და პრაქტიკულ მიდგომებს;
- გაეცნობით HR მეტრიკებს და მათი გამოყენების არეალს;
- გაეცნობით თანამშრომელთა ჩართულობის კვლევის დაგეგმვის პროცესს და მენეჯმენტთან / გუნდთან შედეგების გაზიარების ეფექტურ გზებს;
- გაეცნობით თანამშრომელთა ანალიტიკის ინოვაციურ კონცეფციას და მისი გამოყენების შესაძლებლობებს.
როგორია კურსის ღირებულება?
კურსის ღირებულება განისაზღვრება 790 ლარით დღგ-ს ჩათვლით. თანხა მოიცავს ყავის / ჩაის შესვენებას და სადილს ორივე დღეს.
გაიცემა სერტიფიკატი?
დიახ, სერტიფიკატი გაიცემა.
სილაბუსი
28 ივნისი – პირველი დღე
თემა #1: HR დიაგნოსტირების ინსტრუმენტები (2 საათი)
- HR დიაგნოსტირების ძირითადი მიდგომები;
- HR მეტრიკების შეფასებისთვის საჭირო მონაცემების მოგროვების სტრატეგიები;
- ორგანიზაციული კვლევები, როგორც HR დიაგნოსტირების ინსტრუმენტი და მის როლი მონაცემებზე დაფუძნებული HR გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
- ორგანიზაციული კვლევის ტიპები, დიზაინი და თითოეულის დანიშნულება;
- HR დიაგნოსტირებასთან და ანალიტიკასთან დაკავშირებული სასარგებლო რესურსები.
თემა #2: HR კვლევების დაგეგმვის პროცესი: თანამშრომლების ჩართულობისა და ორგანიზაციული კლიმატის შეფასების კვლევები (2 საათი)
- თანამშრომლების ჩართულობის არსი და კვლევის კონცეპტი;
- კვლევის დიზაინი, ეტაპები, კითხვების სწორი ფორმულირება;
- შეფასების ძირითადი ინდიკატორები და მეტრიკები;
- კვლევის შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული ანგარიშის ფორმატები და მონაცემთა ვიზუალიზაცია;
- ჩართულობის კვლევის შედეგების გაზიარების სტრატეგია.
თემა #3: ორგანიზაციული კვლევის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება (2 საათი)
- ვორქშოფის დაგეგმვა და ფასილიტაციის ინსტრუმენტების მიმოხილვა;
- ჯგუფთან ერთად კვლევის შედეგების განხილვა და გაუმჯობესების იდეების / ინიციატივების გენერაცია;
- ჯგუფთან ერთად მონაცემებზე დაფუძნებული HR სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
შესვენება:
-
- ყავის შესვენება #1: 13:00 – 13:15 სთ
- სადილი: 15:00 – 16:00 სთ
- ყავის შესვენება #2: 17:30 – 17:45 სთ
29 ივნისი – მეორე დღე
თემა #4: HR პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტირება: ეფექტიანობის შეფასების მეტრიკები და მათი გაზომვის გზები (4 საათი)
- HR პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტირების მნიშვნელობა ორგანიზაციული განვითარების პროცესში;
- HR-ის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები;
- HR მართვის პროცესში გამოყენებადი ძირითადი დიაგნოსტიკური მიდგომები:
- დასაქმებისა და შერჩევის პროცესში გამოყენებადი მეტრიკები
- ეფექტური ონბორდინგის საზომები
- თანამშრომელთა სწავლა-განვითარების საზომები
- HR სისტემებისა და პროცესის ეფექტურობის შეფასების ინსტრუმენტები
თემა #5: თანამშრომლების ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება (2 საათი)
- თანამშრომლების ანალიტიკის ინოვაციური კონცეფცია: ორგანიზაციული ქსელური ანალიზი;
- მმართველობით რგოლის ანალიზი: სუსტი დელეგირებისა და მიკრომენეჯმენტის ნიშნების აღმოჩენა;
- თანამშრომლების სეგმენტაცია: დაკარგვისა და გადაწვის რისკის ანალიზი;
- აუთვისებელი პოტენციალის ანალიზი: ფარული ტალანტების აღმოჩენა, პოტენციური მემკვიდრეებისა და კომპეტენციის ცენტრების იდენტიფიკაცია;
სერტიფიკატების გადაცემა, ფოტო სესია და ღონისძიების დახურვა (1 საათი)
შესვენება:
-
- ყავის შესვენება #1: 13:00 – 13:15 სთ
- სადილი: 15:00 – 16:00 სთ
- ყავის შესვენება #2: 17:45 – 18:00 სთ