გუნდის ანგარიში
თითოეულ გუნდთან გასაზიარებელი ანგარიშის ფორმატი მარტივი აღსაქმელია და მოიცავს ჩართულობის კომპონენტით შესწავლილი ყველა თემის დეტალურ ანალიზს. გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, შევქმენით ჯგუფური სესიების წარმართვის სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა აღწერილი როგორ შეიძლება დაიგეგმოს სამუშაო პროცესი.
გუნდის ანგარიშში ასახულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
- აგრეგირებული ინდექსები: eNPS, კმაყოფილება, ჩართულობის დონე, ორგანიზაციული სიჯანსაღე
- ორგანიზაციული კლიმატის ანალიზი 7 მდგენელი კომპონენტის მიხედვით: ფუნდამენტური საჭიროებები, ორგანიზაციული ეფექტიანობა (სტრუქტურა / რესურსები), ლიდერშიფის ეფექტურობა, გუნდური ეფექტურობა, სტრატეგიული თანხმობა, კულტურული მიკუთვნებულობა და ზრდის შესაძლებლობა.
- თითოეული კომპონენტის მდგენელი პარამეტრების დეტალური ანალიზი (ჯამში 26 დებულება)
- თითოეული პარამეტრის GAP ანალიზი – განსხვავება ორგანიზაციის ჯამურ ან წინა ტალღის შედეგებთან.
- TOP3 სუსტი და ძლიერი პარამეტრის იდენტფიკაცია
გუნდებთან შედეგების გაზიარება ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესების გზაზე გადაგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენი რეკომენდაციაა მათთან ერთად შეიმუშაოთ გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რათა გაზარდოთ თანამშრომლების ჩართულობის დონე ორგანიზაციაში. Leadership Scanner-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და HR გუნდის გადამზადების პროგრამა დაგეხმარებათ ეფექტურად გამოიყენოთ კვლევის შედეგები.