ძლიერი ლიდერშიფი ორგანიზაციის მდგრადი განვითარების აუცილებელი ატრიბუტია. როგორც წესი, მმართველობითი რგოლის შეუთანხმებელი ქმედება და პრიორიტეტების ხშირი ცვლილება გაუარესებული ორგანიზაციული კლიმატის წინაპირობაა.
ორგანიზაციული დიაგნოსტირების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ლიდერშიფის ანალიზს. ორგანიზაციული კლიმატის შეფასებისა და თანამშრომელთა ჩართულობის პარამეტრების დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად სწორედ ლიდერშიფის ეფექტურობას აფასებს,
მათ შორისაა: თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ეფექტური უკუკავშირის არსებობა, შეცდომების მიმართ დამოკიდებულება, სტრატეგიული მიზნებისა და ხედვების გუნდებთან ჩატანა, საქმის სამართლიანი განაწილება და ა.შ.
ქსელური ანალიზის დახმარებით შეგვიძლია გამოვავლინოთ სუსტი დელეგირებისა და მიკრომენჯმენტის ნიშნები. მენეჯმენტის წევრების ძალიან მაღალი ზეგავლენა ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ამ ადამიანებზე, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ გუნდის წევრებზე. როგორც წესი, ასეთი მენეჯერები ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებენ, მაქსიმალურად აკონტროლბენ სამუშაო პროცესს და ხშირად მიკრომენჯმენტით არიან დაკავებულები. მსგავსი მიდგომა ერთი მხრივ ზრდის მენეჯერის გადაწვის რისკს, ხოლო მეორე მხრივ გუნდის წევრებს უზღუდავს დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ამცირებს მათ ჩართულობის დონეს ორგანიზაციის საქმიან ცხოვრებაში.
ქსელური ანალიზი არამარტო ფორმალური ლიდერშიფს, არამედ არაფორმალურ ლიდერების ანალიზშიც გვეხმარება. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მაღალი პოტენციალის მქონე მომავალი ლიდერები, რომელთაც შესწევთ უნარი დაიკავონ ვაკანტური მენეჯერული პოზიციები ან იზრუნონ სხვა თანამშრომლების განვითარებაზე მენტორების როლში.