თანამშრომლების ჩართულობის ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარების ყველა ასპექტზე. ორგანიზაციასთან კულტურული ინტეგრაცია, ზრდის თანამშრომლების ბედნიერების ხარისხს, რაც თავისთავად დადებითად აისახება თანამშრომლების პროდუქტიულობაზე. ჩართული თანამშრომლები მეტად არიან მოტივირებულები, საკუთარი წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის საერთო წარმატებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პროფესიული და აზრის ლიდერების ჩართულობის დონეს, ვინაიდან მათ განწყობებსა და ქცევებს შეუძლიათ როგორ პოზიტიური, ასევე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ ორგანიზაციულ კლიმატზე.

ჩვენი ინსტრუმენტის დახმარებით, თქვენ შეძლებთ გაზომოთ ჩართულობის დონე როგორც ორგანიზაციის, ასევე გუნდების დონეზე. საბაზისო ინდიკატორების დროში მონიტორინგი დაგეხმარებათ დროულად აღმოაჩინოთ ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორები, დასახოთ გაუმჯობესების გზები და აამაღლოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა.

ჩვენი მიდგომა არ შემოიფარგება მხოლოდ შიდაორგანიზაციული კვლევის ჩატარებით. HR გუნდს ტრენინგების მსვლელობისას გადავცემთ შედეგების გამოყენების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ მიიტანონ კვლევის შედეგები გუნდთან და თანამშრომლების უშუალო ჩართულობით როგორ დასახონ გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული მიდგომით, თანამშრომლები რწუნდებიან, რომ მათ მოსაზრებებს ისმენენ და ითვალისწინებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შედეგად ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამუშაოს, ყალიბდება ნდობა მენეჯმენტის მიმართ და იზრდება გუნდური სულისკვეთება.