გუნდის წევრებს შორის ეფექტური თანამუშაობა წარმატების მიღწევის საფუძველია. გუნდში ჯანსაღი გარემო, ერთმანეთის მხარდაჭერა და შეთანხმებული ქმედებები ამაღლებს კორპორატიულ სულისკვეთებას, რაც საბოლოოდ განაპიროებს უკეთეს შედეგებს.

ჩართულობის დონის შესწავლისას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ გუნდური ეფექტურობის შესწავლას. გარდა ამისა, ქსელურ ანალიზის დახმარებით აღმოვაჩენთ აზრის ლიდერებს, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ გუნდში არსებული კლიმატის გაუმჯობესება / გაუარესებაზე.

ჩვენი მიდგომა გულისხმობს კვლევის შედეგების გუნდის წევრებთან გაზიარებას, რაც თავისთავად ზრდის თანამშრომლების ჩართულობის დონეს ორგანიზაციის საქმიან ცხოვრებაში და აძლიერებს მენეჯმენტის მიმართ ნდობას. მსგავსი მიდგომა დაგემხარებათ გუნდების გაძლიერებაში და საერთო მიზნების გარშემო მათი ძალისხმევის კონცეტრაციაში.