LEADERSHIP SCANNER წარმოგიდგენთ სასერტიფიკატო კურსს HR პროფესიონალებისთვის (III ნაკადი), რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე.

სასწავლო პროცესში თქვენ გაეცნობით HR ანალიტიკის თანამედროვე ტენდენციებს და მეთოდებს, ისწავლით თანამშრომლების ჩართულობის კვლევის დაგეგმვას და შედეგების მენეჯმენტის/გუნდის წევრებთან ეფექტური გაზიარების გზებს, შეძლებთ მონაცემების ბიზნეს ენაზე ინტერპრეტაციას და აითვისებთ კვლევის შედეგების საფუძველზე გაუმჯობესების იდეების გენერაციის ტექნიკებს. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ ეფექტური ჯგუფური სესიების წარმართვისთვის საჭირო საბაზისო ფასილიტაციური უნარების გამომუშავებაში.

განახლებული ფორმატი მოიცავს 7 შეხვედრას:

  • #1-#5 შეხვედრა ჩატარდება 4, 6, 11, 13 და 15 მარტს სასტუმრო Khedi-ში 17:00 საათზე. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათია.
  • #6 და #7 შეხვედრა ჩატარდება 18-19 მარტს და მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს მთელი დღის მანძილზე. შესვენებებზე გათვალისწინებულია Coffee Break და უგემრიელესი სადილი რესტორანი Khedi-ის ვერანდაზე.

კურსის პრაქტიკული ნაწილი შედგენილია Leadership Scanner-ის ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ინერგება საქართველოში მმოქმედ წამყვან კომპანიებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 555021722 (თინი) ან მოგვწერეთ: info@leadershipscanner.com

ვისთვისაა კურსი?

კურსი განკუთვნილია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული HR პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს ორგანიზაციაში დანერგოს და/ან განავითაროს სტრატეგიული HR:

  • HR მენეჯერი / დირექტორი;
  • კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი (OD);
  • HR ბიზნეს პარტნიორი;
  • ტალანტების მოზიდვისა და განვითარების მენეჯერი;
  • HR ანალიტიკოსი / სპეციალისტი;
  • ორგანიზაციულ კვლევებზე პასუხისგმებელი ნებისმიერი სხვა პირი.

ვინ იქნება ტრენერი?

კურსს გაუძღვება ლაშა ბოკუჩავა და ანი სიჭინავა.

ლაშა ბოკუჩავა LEADERSHIP SCANNER-ის იდეის ავტორი, კომპანიის თანადამფუძნებელი და GIPA-ს ასოცირებული პროფესორია. მისი პროფესიული გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის და წლების განმავლობაში, როგორც მკვლევარს, სტატისტიკოსს, მონაცემთა ანალიტიკოსს და გუნდის ლიდერს 500-ზე მეტ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ACT – მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, Geostat, CRRC, PMCG, GIZ, OXFAM და სხვა. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ლაშა აქტიურად იყო დაკავებული ტრენინგებისა და სალექციო კურსების ორგანიზებით მონაცემთა ანალიზისა და კვლევის მიმართულებით (GIPA – მმოქმედი ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე, CU, CSB, ESM).

ანი სიჭინავა LEADERSHIP SCANNER-ის სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგი და გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტია. ამჟამად არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. ანის აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. აქედან 5 წელი იკავებდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორის პოზიციას. როგორც ტრენერი, ქოუჩი და ბიზნეს კონსულტანტი, თანამშრომლობდა 20-ზე მეტ ორგანიზაციასთან.

როგორ დავრეგისტრირდე?

დარეგისტრირდით 29 თებერვლამდე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: რეგისტრაციის ფორმა

როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?

კურსი დაიწყება 4 მარტს და მოიცავს 7 შეხვედრას. პირველი ხუთი შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათია. #6 და #7 შეხვედრა მოიცავს სრულ დღეს.

სად ჩატარდება?

შეხვედრები ჩატარდება სასტუმრო Khedi-ის (Khedi Design Hotel by Ginza Project Tbilisi) თანამედროვედ აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეში (ქეთევან წამებულის გამზირი #24). სასტუმროში ხელმისაწვდომია პარკინგი.

რა პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს კურსი?

სასწავლო კურსი შედგენილია Leadership Scanner-ის ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით. თითოეული თემა განხილულია რეალური მაგალითების საფუძველზე და მოიცავს სავარაჯიშოებს / სიმულაციებს მონაწილეების ჩართულობით.  დასკვნით შეხვედრაზე (#7), სპეციალურად მოწვეული სტუმრები გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ იყენებენ პრაქტიკაში ჩართულობის კვლევის შედეგებს და HR ანალიტიკას.

როგორია კურსის ღირებულება?

კურსის ღირებულება განისაზღვრება 1280 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

შეხვედრების ფორმატი როგორია?

#1-#5 შეხვედრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Zoom ბმული, თუმცა რეკომენდებულია პირისპირ დასწრება. #6 და #7 შეხვედრა მოითხოვს მონაწილეების ფიზიკურ ჩართულობას და გუნდური დავალებების შესრულებას, სწორედ ამიტომ, #6-#7 შეხვედრები ჩატარდება მხოლოდ პირისპირ ფორმატით.

გაიცემა სერტიფიკატი?

დიახ, სერტიფიკატი გაიცემა.

სილაბუსი

შეხვედრა #1: ორგანიზაციული კვლევებისა და HR ანალიტიკის პრაქტიკული სარგებელი

4 მარტი, 17:00 (2 საათი)

  • HR ანალიტიკის თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები;
  • ორგანიზაციული კვლევის როლი მონაცემებზე დაფუძნებული HR გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • ორგანიზაციული კვლევის ტიპები, დიზაინი და თითოეულის დანიშნულება;
  • HR ანალიტიკასთან დაკავშირებული სასარგებლო რესურსები.

შეხვედრა #2: თანამშრომლების ჩართულობის კვლევის ორგანიზება

6 მარტი, 17:00 (2 საათი)

  • თანამშრომლების ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევის დიზაინი;
  • კითხვის ტიპები და მათი სწორი ფორმულირება;
  • თანამშრომლების ჩართულობასთან დაკავშირებული ძირითადი ინდიკატორები და მეტრიკები. eNPS-ის ალტერნატივა მცირე გუნდებისთვის;
  • მონაცემების მოგროვებისა და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა;
  • მონაცემთა მოგროვების ტექნოლოგიები.

შეხვედრა #3: ჩართულობის კვლევის შედეგების ანალიზი და გაზიარების სტრატეგია

11 მარტი, 17:00 (2 საათი)

  • ჩართულობის კვლევის შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ეფექტური ანგარიშგება;
  • სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული ანგარიშის ფორმატები (CEO, მენეჯერი, თანამშრომელი);
  • ჩართულობის კვლევის შედეგების გაზიარება ორგანიზაციაში: ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიდგომები.

 შეხვედრა #4: ჩართულობის კვლევის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება

13 მარტი, 17:00 (2 საათი)

  • გუნდებთან ეფექტური ჯგუფური სესიების ორგანიზება: კვლევის შედეგების განხილვა და გაუმჯობესების იდეების / ინიციატივების გენერაცია;
  • მონაცემებზე დაფუძნებული HR სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

შეხვედრა #5: თანამშრომლების ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება

15 მარტი, 17:00 (2 საათი)

  • თანამშრომლების ანალიტიკის ინოვაციური კონცეფცია: ორგანიზაციული ქსელური ანალიზი;
  • ქსელური ანალიზის ტერმინოლოგია, ძირითადი ინდიკატორები და მათი დანიშნულება;
  • პროფესიული და აზრის ლიდერების გამოვლენა;
  • ორგანიზაციის არაფორმალური სტრუქტურის ანალიზი;
  • მმართველობით რგოლის ანალიზი: სუსტი დელეგირებისა და მიკრომენეჯმენტის ნიშნების აღმოჩენა;
  • თანამშრომლების სეგმენტაცია: დაკარგვისა და გადაწვის რისკის ანალიზი;
  • აუთვისებელი პოტენციალის ანალიზი: ფარული ტალანტების აღმოჩენა, პოტენციური მემკვიდრეებისა და კომპეტენციის ცენტრების იდენტიფიკაცია.

შეხვედრა #6: სრული დღე – ფასილიტატორის როლი, ჯგუფის მართვის ხელოვნება და ინსტრუმენტები

18 მარტი, 10:00 – 18:00 საათი. შესვენებებზე გათვალისწინებულია Coffee Break და სადილი რესტორანი Khedi-ის ვერანდაზე.

  • რა არის ფასილიტაცია
    • რა არის ფასილიტაცია და რა განსხვავებაა ფასილიტატორს, ტრენერსა და სპიკერს შორის;
    • ფასილიტაციის პროცესის სამი ძირითადი ეტაპი;
    • ფასილიტირებული ვორქშოპის/შეხვედრის ამოცანის განსაზღვრა;
    • ფასილიტირებული ვორქშოპის/შეხვედრის დაგეგმვა და დიზაინი;
    • დისტანციური/ონლაინ ვორქშოპის/შეხვედრის ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა.

    ფასილიტატორის მიერ ჯგუფის მართვა

    • ფასილიტატორსა და ჯგუფს შორის რაპორტის დამყარება, ფასილიტატორის მიერ ჯგუფის ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება;
    • ჯგუფში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
    • ჯგუფის დინამიკისა და ენერგიის დონის მართვა;
    • გუნდის სასიცოცხლო ციკლი და განვითარების სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და მოვლენების მართვა;
    • რთული მონაწილეებისა და კონფლიქტების მართვა.

    ფასილიტატორის ძირითადი უნარები და ინსტრუმენტები

    • ფასილიტატორის უნარები, რომელიც წაახალისებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას;
    • ამოცანის მიღწევაზე ორიენტირებული კითხვების დასმა;
    • ფასილიტატორის ძირითადი ინსტრუმენტები: გონებრივი შტურმი, „მაინდმეფი“ და სხვა.

შეხვედრა #7: სრული დღე – პრაქტიკული სავარჯიშოები და გამოცდილების გაზიარება

19 მარტი, 10:00 – 16:00 საათი. შესვენებებზე გათვალისწინებულია Coffee Break და სადილი რესტორანი Khedi-ის ვერანდაზე.

  • I ბლოკი – ფასილიტაციური უნარების პრაქტიკული სავარჯიშოები
    • სიმულირებული ვორქშოპის დაგეგმვა და დიზაინის შექმნა
    • სიმულირებული ვორქშოპის ფასილიტირება

    II ბლოკი – მოწვეული სტუმრების მხრიდან გამოცდილების გაზიარება და დისკუსია

    • პრაქტიკული ნაწილი: მოწვეული HR პროფესიონალების მხრიდან ორგანიზაციული კვლევებისა და HR ანალიტიკის საკუთარ კომპანიაში გამოყენების გამოცდილების გაზიარება;
    • პრაქტიკული ნაწილი: დისკუსია და უკუკავშირი.

ZOOM შეხვედრა #8: სასერტიფიკატო ტესტირება

22 მარტი, 18:00 (1 საათი)

  • სასერტიფიკატო ტესტირება (არჩევითი) – თითოეულ მონაწილეს შეუძლია თავად გადაწყვიტოს სასერტიფიკატო ტესტირებას გაივლის თუ არა. ვინც არ (ან ვერ) გაივლის ტესტირებას მიიღებს კურსზე დასწრების სერტიფიკატს. ყველა ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას მიიღებს Leadership Scanner-ის სერტიფიცირებული კონსულტანტის სტატუსს. სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია მინიმუმ 5 შეხვედრაზე დასწრება.