კვლევის გამოპასუხება ირიბად მიგვანიშნებს თანამშრომლების ჩართულობის დონეზე კომპანიის საქმიან ცხოვრებაში. გუნდების მიხედვით გამოპასუხების ანალიზი, გვეხმარება დავინახოთ სად გვჭირდება თანამშრომლებთან მეტი კომუნიკაცია, რათა გავზარდოთ მათი ჩართულობის ხარისხი.

ციფრულ პლატფორმაში  გამოტანილია თანამშრომელთა ლოიალობის ისეთ საზომები, როგორიცაა – eNPS და კმაყოფილება. ილუსტრაციაზე წარმოდგენილია სწორედ eNPS-ის მაჩვენებლი, რომელიც შეგვიძლია გავაანალიზოთ გუნდების, პოზიციური რანგისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით.

ორგანიზაციული კლიმატისა და თანამშრომელთა ჩართულობის დონის ანალიზისთვის ციფრულ პლატფორმაში გამოყოფილია ცალკე დეშბორდი, სადაც ასახულია დეტალური ინფორმაცია თითოეული კომპონენტისა (7) და დებულების დონეზე (26). ცალკეული გუნდის შედეგები შედარებულია ორგანიზაციის ჯამურ მახასიათებლებთან. Gap ანალიზი და რისკების შეფერვა საშუალებას გვაძლევს მარტივად აღმოვაჩინოთ სუსტი და ძლიერი მხარეები.

გუნდებში არსებულ კლიმატთან და ადამიანების ჩართულობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია Leadership Scanner-ის საბაზისო ფუნქციონალია. რისკების დეტექტორი ერთი მხრივ გვიჩვენებს რომელ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დაბალი მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ აღმოაჩენს იმ ლიდერებს, რომელთა ჩართულობის ზრდაც გააუმჯობესებს ორგანიზაციულ კლიმატს.

ციფრული პლატფორმა მოიცავს თანამშრომელთა სეგმენტაციას ზეგავლენის მოხდენის სიდიდისა და ჩართულობის დონის მიხედვით. შედეგად, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ ვის უნდა დავეყრდნოთ ან სად გჭირდება სწრაფი რეაგირება, რათა შევამციროთ გადინების მაჩვენებელი და გავაუმჯობესოთ ორგანიზაციული კლიმატი.

Leadership Scanner, როგორც People Analytics-ის ინსტრუმენტი უზრუნველყოფს თანამშრომლების პროფაილების გენერაციას ქსელური ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით. შედეგები ეხმარება მენეჯმენტს დახვეწოს კარიერული განვითრებისა და მენტორობის პროგრამები.