პარტნიორობა ფინანსურად მომგებიანია – ჩვენ გთავაზობთ გაყიდვების მოცულობაზე დაფუძნებულ ფინანსურ სარგებელს, რომელიც თითოეული პროექტისთვის მერყეობს 10%-30% შუალედში.

პარტნიორობით გაზრდით საკუთარი სერვისების გამოყენების შანსს – Leadership Scanner დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებელია მრავალი HR-ული და საკონსულტაციო მომსახურების წინაპირობად იქცეს. მათ შორისაა: სტრატეგიული და მენეჯმენტ საკონსულტაციო მომსახურება, ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, ფასილიტატორებისა და ქოუჩების მომზადება, ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების ორგანიზება, სამოვიტავაციო / მენტორობის / მემკვიდრეების გამოზრდის პროგრამების დანერგვა და ა.შ.

პარტნიორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია ან ინდივიდუალური კონსულტანტი, ვისაც ყავს საკუთარი კლიენტების ბაზა და მათ სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებით:

  • ორგანიზაციული განვითარება
  • HR საკონსულტაციო სერვისები (მემკვიდრეების გამოზრდის, ტალანტების მართვის, კარიერული ზრდის თუ სამოტივაციო სისტემების შემუშავება)
  • ორგანიზაციის ტრანსფორმაცია
  • მენეჯმენტ საკონსულტაციო მომსახურება და ლიდერშიფის გაძლიერება
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა და ოპერაციული სისტემების გამართვა

პარტნიორობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

info@leadershipscanner.com