აღმასრულებლის ანგარიში
ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისთვის შემუშავებულია ანგარიშგების ინდივიდუალური ფორმატი, რომლის დახმარებითაც შეძლებს დაინახოს ძირითადი ორგანიზაციული გამოწვევები და აღმოაჩინოს სტრატეგიული გაუმჯობესების არეალი. აღმასრულებლის ანგარიში (CEO Report) მოიცავს როგორც ქსელური ანალიზის, ასევე თანამშრომელთა ჩართულობის კომპონენტებს და მათთან დაკავშირებულ ანალიტიკას.
ანგარიშში წარმოდგენილი ინფოგრაფიკები მარტივი აღსაქმელია. ინდიკატორები, Gap ანალიზი, რანჟირება და მნიშვნელოვანი მოვლენების ხაზგასმა მენეჯმენტს ეხმარება დროული რეაგირება მოახდინოს ორგანიზაციულ გამოწვევებზე.