ღირებული კადრების შენარჩუნება ყველა ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა შესაძლოა დავკარგოთ ისინი და ამ დროს იბადება კითხვა – ვინ შეიძლება განვიხილოთ მათ მემკვიდრეებად? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება ქსელური ანალიზი.

მიუხედავად იმისა, ორგანიზაციაში დანერგილია თუ არა მემკვიდრეების გამოზრდის პროგრამა, ქსელურ ანალიზს, თანამშრომელთა ანალიტიკის საფუძველზე ნებისმიერი პოზიციისთვის შეუძლია გამოავლინოს პოტენციური მემკვიდრეების სია რანჟირებით (საქმიანი თუ სოციალური ურთიერთობის 7 განსხვავებულ ასპექტში).

კლასიკური გაგებით, მემკვიდრეების გამოზრდის პროგრამები მოიცავს 5 საბაზისო ეტაპს:

  1. პოზიციების შერჩევა, სადაც კრიტიკულია მემკვიდრეების გამოზრდა
  2. მემკვიდრეების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა
  3. პოტენციური მემკვიდრეების შერჩევა
  4. პოტენციური მემკვიდრეებისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და მათი გამოზრდა
  5. მემკვიდრეების მზაობის შეფასება და პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგი

ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ მესამე და მეხუთე ეტაპის განხორციელებისას.