ღირებული თანამშრომლების დაკარგვა მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება იქცეს ორგანიზაციისთვის. ახალი კადრების გამოზრდა და ორგანიზაციაში ინტეგრაცია მოითხოვს დამატებით რესურს, რაც ხშირად ანელებს ორგანიზაციული განვითარების ტემპს.
თანამშრომლების წასვლის სურვილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორისაა: სიახლეების ძიება, არსებული პირობებით უკმაყოფილება, კონკურენტების მხრიდან მიმზიდველი შეთავაზება, მიზნების თუ მენეჯმენტის ხშირი ცვლილება,
ღირებულებითი და კულტურული განსხვავებები, ჩართულობის დონის დეფიციტი, დაუფასებლობის შეგრძნება, ფავორიტიზმი, უშუალო მენეჯერის მხრიდან დამოკიდებულება, დედლაინებით გამოწვეული სტრესი, გაუმართავი სტრუქტურა და დამღლელი ბიუროკრატია, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობა და ა.შ.
ხშირად, ღირებული კადრის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ დროულად აღმოვაჩენთ სუსტ წერტილებს, გავზრდით თანამშრომლის ჩართულობის დონეს და პრევენციულად ვუპასუხებთ გამოწვევებს.
Leadership Scanner-ის ანალიტიკური ინსტრუმენტები ორგანიზაციული კლიმატის, ჩართულობის დონისა და ზრდის ფუნდამენტური ბარიერების ანალიზის საფუძველზე დაგეხმარებათ დროულად აღმოაჩინოთ თანამშრომლების დაკარგვის ძირითადი ფაქტორები. თანამშრომლების სეგმენტაციისა და ქსელური ანალიზის დახმარებით ზუსტად დაინახავთ ვინ დგას დაკრგვის რისკის წინაშე, რაც ღირებული ინფორმაციაა პროაქტიული ქმედებების დასაგეგმად.